LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari F50 რეკორდულ ფასად გაიყიდა, თუმცა არა ისე როგორი მოლოდინიც იყო

136
ქირიას NEWS შაბლონი (1)

1997 წლის Ferrari F50 ლას-ვეგასში გამართულ აუქციონზე 18.705 მილიონ დოლარად გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის საწყისი შეფასება 20 მილიონ დოლარზე მეტი იყო, საბოლოო ფასმა მაინც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გასაყიდად გამოტანილ ავტომობილს განსაკუთრებული ისტორია აქვს: მას მხოლოდ 106 მილი (დაახლოებით 171 კილომეტრი) ჰქონდა გავლილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გამოყენებული Ferrari F50, რომელიც ოდესმე აუქციონზე გამოჩენილა. ავტომობილი 349 ეგზემპლარიდან 334-ე იყო.

F50 აღჭურვილია 4.7 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომლის სიმძლავრე 513 ცხენის ძალას შეადგენს. აგრეგატი ექვსსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

აუქციონზე ავტომობილის ჩაქუჩის ფასი 17 მილიონი დოლარი იყო, მყიდველის საკომისიოს დამატებით კი საბოლოო ღირებულებამ 18.705 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ შედეგით მან წინა რეკორდი, 14.575 მილიონი დოლარი, ოთხ მილიონ დოლარზე მეტით გააუმჯობესა.

ლას-ვეგასში Broad Arrow Auctions-ის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე სულ 92.8 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიყიდა. Ferrari F50 კი ღონისძიების ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები