LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 Ferrari Purosangue-ს რიგში ადგილი ნახევარ მილიონ დოლარად იყიდება

31
ფერარი

ტოკიოს ერთ-ერთ სადილერო ცენტრში, რომელიც პრემიული ავტომობილების გაყიდვითაა დაკავებული, რამდენიმე დღის წინ ახალი  Ferrari Purosangue წარადგინეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 500 000 დოლარად ნებისმიერ კლიენტს მიეცემა საშუალება, რომ ახალი კროსოვერის რიგში ერთ-ერთი პირველი ადგილი იყიდოს. ამასთან, უცნობია გათვალისწინებულია თუ არა ამ ფასში თავად ავტომობილის ღირებულება.

დილერის ინფორმაციით,  Ferrari Purosangue ავტოსალონში 2023 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. სხვა დეტალებს, მათ შორის კროსოვერის კომპლექტაციას გამყიდველი არ აზუსტებს. შესაძლოა, პოტენციურ მყიდველს მოდელის ოფციები თავად შეარჩევინონ. ამასთან, Ferrari-ს ჯერ კიდევ არ დაუსახელებია სიახლის ოფიციალური ფასი. მოსალოდნელია, რომ Purosangue მინიმუმ 400 000 დოლარი ეღირება.

გამორიცხული არ არის, რომ იტალიურმა ბრენდმა უახლოეს მომავალში კროსოვერზე შეკვეთები საერთოდ აღარ მიიღოს. მასობრივი აჟიოტაჟის გამო შესაძლოა მოდელის ტირაჟიც შეიზღუდოს, რათა მოთხოვნამ მიწოდებას არ გადააჭარბოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები