LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის სკოლებში ნოუთბუქებს აღარ გამოიყენებენ და უპირატესობას წიგნებს მიანიჭებენ

111
ფინეთის სკოლებში ნოუთბუქებს აღარ გამოიყენებენ და უპირატესობას წიგნებს მიანიჭებენ

ფინეთის ქალაქ რიიჰიმაკში სკოლების გაციფრულების გეგმას გადახედეს და ტრადიციულ წიგნებთან დაბრუნება გადაწყვიტეს. სიახლის შესახებ child in the city წერს.

ფინეთი აქამდე ყველა მოსწავლეს, რომელიც 11 წელს გადასცილდებოდა, უფასო ნოუთბუქებს ურიგებდა. უფრო მეტიც, სკოლების დიდ ნაწილში ქაღალდის წიგნების გამოყენება საერთოდ შეწყვიტეს.

ფინეთის საგანმანათლებლო სისტემამ ბოლო ათწლეულში საერთაშორისო აღიარება არამხოლოდ მოსწავლეთა კარგი შედეგების დამსახურებით, არამედ კლასებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვისაც მოიპოვა.

თუმცა, მშობლებმა და მასწავლებლებმა განგაში ატეხეს. მათი აზრით, ბავშვები ეკრანთან ძალიან დიდ დროს ატარებენ – დღეში საშუალოდ 6 საათს. გაჯეტების გამო ბავშვების უმრავლესობა კონცენტრაციის უნარს კარგავს, სწავლას ნაკლებ დროს უთმობს და გაჯეტებს სოც-ქსელებისთვის უფრო იყენებს.

ამიერიდან კი ფინელი მოსწავლეები ქაღალდის წიგნებსა და რვეულებს დაუბრუნდებიან. ტრადიციული წერა კოგნიტიურ უნარებს აუმჯობესებს – მაგალითად მეხსიერებას და სწავლის უნარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები