LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფირუზისფერი პიჯაკი და ჟოლოსფერი შარვალი – 62 წლის ბრედ პიტი ამტკიცებს, რომ ყველაფერი უხდება

4096
page

ბრედ პიტი შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად პარიზში შენიშნეს. წყვილი ორშაბათ საღამოს მუსიკოსის, ჯეიმს ბლეიკის კონცერტს დაესწრო და ყურადღება თავისი გამორჩეული სტილითაც მიიპყრო.

„აი, ასე უნდა ექცეოდეს ნამდვილი მამაკაცი საყვარელ ქალს“ – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის უახლესი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

62 წლის მსახიობს ფირუზისფერი პიჯაკი და ჟოლოსფერი შარვალი ეცვა, რითაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თამამი მოდური გადაწყვეტილებების არ ეშინია. რაც შეეხება ინესს, მას ტყავის შარვალი და ფუმფულა ჟაკეტი ეცვა.

წყვილის გამოჩენამ პაპარაცების ყურადღება მიიპყრო, მათი ერთობლივი ფოტოები კი გამოცემა Just Jared-მა გაავრცელა.

ფოტო/ვიდეო: აქ რა ვითარებაა?! – ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ვნებები წითელ ხალიჩაზე

„პლანეტის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი“ – 62 წლის ბრედ პიტი და ინეს დე რამონი ახალი ფილმის პრემიერაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები