LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის ხელმძღვანელმა აუქციონზე იშვიათი Ferrari-ს შეძენა ვერ შეძლო – ფოტო

139
ქირიას NEWS შაბლონი (1)

Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ, ონლაინ აუქციონზე იშვიათი Ferrari Dino 246 GT-ის შეძენა სცადა, თუმცა საბოლოოდ ავტომობილი სხვა კოლექციონერს დარჩა. 1972 წლის სპორტული კუპე აუქციონის დასრულების შემდეგ 442 000 დოლარად გაიყიდა.

ფარლის მაქსიმალურმა შეთავაზებამ 365 000 დოლარი შეადგინა, თუმცა ბოლო მომენტში სხვა მონაწილემ 366 000 დოლარი შესთავაზა. ეს თანხაც ვერ აკმაყოფილებდა გამყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მინიმალურ ფასს, რის გამოც აუქციონი ავტომობილის გაყიდვის გარეშე დასრულდა. მოგვიანებით ერთ-ერთმა დაინტერესებულმა მყიდველმა მანქანა 442 000 დოლარად შეიძინა – აუქციონზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ შეთავაზებაზე 76 000 დოლარით მეტ ფასად.

Ferrari Dino 246 GT კოლექციონერებისთვის საინტერესო მოდელია. 1972 წელს გამოშვებულ ამ ეგზემპლარს წითელი კორპუსი და შავი ტყავის სალონი აქვს. ავტომობილის დიზაინზე პინინფარინას სტუდიაში ალდო ბროვარონემ და ლეონარდო ფიორავანტიმ იმუშავეს, ხოლო მოდელი 2,4 ლიტრიანი V6 ძრავით, ხუთ საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და უკანა წამყვანი თვლებითაა აღჭურვილი.

მანქანას გამოშვების შემდეგ დაახლოებით 34 000 კილომეტრი აქვს გავლილი. ის წლების განმავლობაში კალიფორნიაში გამოიყენებოდა, ხოლო ბოლო პერიოდში რამდენიმე სარესტავრაციო სამუშაო ჩაუტარდა. 2026 წელს კორპუსი გაიწმინდა და ხელახლა შეიღება.

ჯიმ ფარლი კლასიკური ავტომობილების ცნობილი კოლექციონერია. ის ძირითადად იშვიათი Ford-ის მოდელებით ინტერესდება, თუმცა ევროპული სპორტული ავტომობილებიც იზიდავს. ამჯერად მას სასურველი Ferrari-ს შეძენამდე მხოლოდ 1 000 დოლარი აშორებდა, თუმცა ავტომობილი საბოლოოდ გაცილებით მაღალ ფასად გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები