გვანცა კილანავა

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი

გვანცა კილანავა

აღწერე შენი პირველი ეთერი „ფორტუნა პლუსში“ სამი სიტყვით

ემოციური, ხალისიანი და იღბლიანი.

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

ბევრი მიზეზია, რის გამოც მომწონს აქ მუშაობა, პირველი რიგში ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და დიდი სიამოვნებას მანიჭებს. რადიოს საშუალებით შეგიძლია ადამიანები დადებითი ენერგიით დამუხტო, რაც მაბედნიერებს.

ამოჩემებული უცხოური სიმღერა

ორი სიმღერა მაქვს ამოჩემებული QUEEN – BOHEMIAN RHAPSODY და PINK FLOYD – WISH YOU WERE HERE

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

ზოგადად ემოციური ადამიანი ვარ, ასე რომ ბევრ ფილმზე მიტირია.

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში

ყველაზე…

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

როგორც ამბობენ, ყურადრებიანი ადამინი ვარ

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

წუწუნს ვერ გადავეჩვიე.

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

ოქროს თევზების არ მჯერა, მაგრამ ვთხოვდი სუფთა ჰაერს დროში მოგზაურობას  და ბევრ ფულს…

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

ყველგან ვოცნებობ მოგზაურობას, სადაც არ ვარ ნამყოფი. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მინდა ვეწვიო აზიას.