მერიკო ნიკოლაიშვილი

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

მერიკო ნიკოლაიშვილი

აღწერე შენი პირველი ეთერი „ფორტუნა პლუსში“ სამი სიტყვით…

უამრავი ემოციის მიქსი…

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

პირველ რიგში, მიყვარს ის არაჩვეულებრივი განწყობა და გარემო, რომელიც მუდმივად არის ჩვენს სტუდიაში და გვაქვს შესაძლებლობა , რომ სხვა ადამიანებსაც გადავდოთ და გავუზიაროთ ეს დადებითი მუხტი.

ამოჩემებული უცხოური სიმღერა…

ამოჩემებული სიმღერა არ მაქვს , ფორტუნა პლუსის მსგავსად ჩემი playlist-იც მუდმივად ახლდება…

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

ტირილი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა არის რამდენიმე ისეთი ფილმი, რომელიც საკმაოდ ემოციური იყო ჩემთვის .

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

სიტყვას ასე არ დავკვირვებივარ, ალბათ „ენერგიულს“ მუსიკალური ფორმატიდან გამომდინარე, მაგრამ შედარებით ხშირად ვიყენებ ფრაზას „დარჩით ჩვენთან … „

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ცოტა რთულია ერთის ამორჩევა 🙂  ეს ხუმრობით,  რა თქმა უნდ, ისე კი ერთგულებას გამოვარჩევდი, რადგან სხვებშიც ყველაზე მეტად ამ თვისებას ვაფასებ.

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

საშინლად არაპუნქტუალური ვარ , ყოველთვის ყველგან ვაგვიანებ.

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

სურვილები საიდუმლოდ უნდა შეინახო, რომ აგისრულდეს 🙂

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

იაპონიას ვეწვეოდი დიდი სიამოვნებით.