ნიკო ცალანი

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

ნიკო ცალანი

აღწერე შენი პირველი ეთერი „ფორტუნა პლუსში“ სამი სიტყვით…

ემოციური , სინტერესო , სასიამოვნო

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

წარმოიდგინეთ,  ღილაკზე ერთი თითის დაჭერით   მოსახლეობის  ნახევარზე  მეტთან  გაქვს  ფლირტი,  თან  არ იცი  როგორ  გამოიყურება, ვინ  არის, რა  მოსწონს,  რა  უხარია  და   ამ  დროს  უხეშად  რომ  ვთქვა,  უნდა  დაიჭირო  „შეაბა“  მსმენელი,  რომ  დარჩეს  შენთან  ტალღაზე. ვფიქრობ საინტერესო პროცესია! არა ?

ამოჩემებული უცხოური სიმღერა…

The blaze virile

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

იყო ასეთი ემოციური ფილმიც:  The pianist

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

კოლაბორაცია, ექსკლუზივი

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

ჩემი აზრით საუკეთესო თვისება არ  მაქვს 🙂

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე?

დიდხანს და ბევრ ფიქრს…

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

ჯადოსნური ჯოხი, ჯამრთელობა, კარგი  განწყობა…

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

Lost Dutchman’s gold mine –ზე

 

მსგავსი თემები