პაატა დათუნაშვილი

სახელი, გვარი, ზედმეტსახელი…

პაატა დათუნაშვილი

აღწერე შენი პირველი ეთერი „ფორტუნა პლუსში“ სამი სიტყვით…

თამამი, თამამი და თამამი…

რის გამო მოგწონს ყველაზე მეტად რადიოში მუშაობა?

ადამიანებთან, მსმენელთან თუ მაყურებელთან კომუნიკაციის სიყვარულის გამო.

ამოჩემებული უცხოური სიმღერა…

Coldplay-Amazing Day

რომელიმე ფილმზე თუ გიტირია?

უამრავ ფილმზე, თუმცა Cinema Paradiso ჩემთვის ამ ასპექტშიც ლიდერია…

სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ რადიოეთერში…

საერთოდ ამოჩემებული სიტყვები არ მაქვს, მაგრამ ჩემი „ფორტუნა პლუსში” მუშაობის ალბათ პირველივე დღიდან, ეთერში ხშირად ვიყენებ სიტყვას „დაპლიუსდით“.

რომელია შენი საუკეთესო თვისება?

შრომისმოყვარეობა

რომელ მავნე ჩვევას ვერ დაემშვიდობე? 

გულმავიწყობა

ოქროს თევზს რა სამ სურვილს აასრულებინებდი?

ოქროს თევზს ალბათ გამოვიზოგავდი და საჭიროების შემთხვევაში ვთხოვდი რამეს… მაგრამ, რასაც მის პირველივე დანახვისას ვისურვებდი, ეს ჩემი ოჯახის წევრების და ახლობლების ჯანმრთელად ყოფნაა.

სად იმოგზაურებდი სიამოვნებით?

სიამოვნებით და უფრო მეტიც, სიგიჟით… ვიმოგზაურებდი შეერთებულ შტატებში და დავესწრებოდი NASCAR-ის რბოლებს, რომლის დიდი გულშემატკივარიც გახლავართ.