LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„17 წლის იყო, როცა ცოლად მოვიყვანე, ჩვენ იდეალურად გვესმის ერთმანეთის, ერთად გავიზარდეთ“ – ნიკა ცქიტიშვილი

10794
201134522-509760126834784-3064214471320436984-n

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ კალათბურთელი, ნიკა ცქიტიშვილი სტუმრობდა, მან კარიერის საწყისი პერიოდი გაიხსენა და მეუღლესა და შვილებზეც ისაუბრა.

„კალათბურთზე გასართობად მივედი, მწვრთნელმა კი თქვა, რომ ეს ბავშვი „ენბიეისთვისააო“ - ნიკა ცქიტიშვილი სტუმრად „ფორტუნა პლუსში"

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ კალათბურთელი, ნიკა ცქიტიშვილი სტუმრობდა,  რომელმაც საკუთარ კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა. 

ნიკას სამი შვილი ჰყავს, 10 წლის ლიზი, 8 წლის ელენე და 3 წლის მიშო. სპორტსმენის განცხადებით, მისი მეუღლე, სოფო გოგებაშვილი მას ცხოვრების ყველა ეტაპზე მხარში ედგა.

„17 წლის იყო, როცა ცოლად მოვიყვანე და არაჩვეულებრივად შეძლო ყველაფერი. ჩვენ იდეალურად გვესმის ერთმანეთის, ერთად გავიზარდეთ. სოფომ ბევრი რამ გადამალახინა. ქალიშვილის ყოლა საოცარი შეგრძნებაა, ვარჯიშიდან რომ მოვდივარ ხოლმე, თავს მევლებიან, აბა მამიკო მასაჟი ხომ არ გინდაო. მიშო კი ვფიქრობ, კალათბურთელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბავშვია“, – აცხადებს ნიკა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები