ჩამონათვალში ყველა დროის საუკეთესო მუსიკოსები მოხვდნენ.

,,ფორბსმა” 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები დაასახელა. ჩამონათვალში სულ 30 მუსიკოსი მოხვდა.

გავლენიანი ეკონომიკური გამოცემის, 2017 წლის ივნისიდან, 2018 წლის ივნისამდე არსებული მონაცემებით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა, U2-მ მიიღო. ვეტერანმა როკჯგუფმა 118 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და რეიტინგის პირველ პოზიციაზე მოექცა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ტრიუმფატორი, Diddy, 9 პოზიციით დაქვეითდა და მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა.

სიას 115.5 მილიონით, Coldplay აგრძელებს, რომელსაც 110 მილიონიანი შემოსავლით, ედ შირანი მოჰყვება.

მეოთხე პოზიციაზე ბრუნო მარსი (100 მლნ.), ხოლო მეხუთეზე კეტი პერი (83 მილნ.) დასახელდა.

ჩამონათვალში ასევე ტეილორ სვიფტი, Jay-Z, Guns N’ Roses, როჯერ უოტერსი, ბიონსე, კენდრიკ ლამარი, The Weeknd და სხვები მოხვდნენ.

,,ფორბსის” 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების ტოპ 30-ეული ასეთია:

1. U2 ($118 მლნ.)

2. Coldplay ($115.5 მლნ.)

3. ედ შირანი ($110 მლნ.)

4. ბრუნო მარსი ($100 მლნ.)

5. კეტი პერი ($83 მლნ.)

6. ტეილორ სვიფტი ($80 მლნ.)

7. ჯეი-ზი ($76.5 მლნ.)

8. Guns N’ Roses ($71 მლნ.)

9. როჯერ უოტერსი ($68 მლნ.)

10. Diddy ($64 მლნ.)

11. ბიონსე ($60 მლნ.)

12. კენდრიკ ლამარი ($58 მლნ.)

13. The Weeknd ($57 მლნ.)

14. The Eagles ($56 მლნ.)

15. Depeche Mode ($53 მლნ.)

16. პინკი (52 მლნ.)

16. ლუკ ბრაიანი ($52 მლნ.)

18. ჯიმი ბაფეტი ($51 მლნ.)

19. ლედი გაგა ($50 მლნ.)

20. კელვინ ჰარისი ($48 მლნ.)

21. პოლ მაკკარტნი ($47.5 მლნ.)

22. დრეიკი ($47 მლნ.)

22. ჯენიფერ ლოპესი ($47 მლნ.)

22. Foo Fighters ($47 მლნ.)

25. ელტონ ჯონი ($46 მლნ.)

25. Metallica ($46 მლნ.)

27. გარტ ბრუქსი ($45.5 მლნ.)

27. The Chainsmokers ($45.5 მლნ.)

29. ბილი ჯოელი ($43.5 მლნ.)

30. The Rolling Stones ($39 მლნ.)

ტეგები: ფორბსი
კატეგორიები: შოუბიზნესი