LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს ABBA 5 ახალ სიმღერას ჩაწერს

172
safe-image

2020 წელი ლეგენდარული შვედური ჯგუფისთვის ABBA საკმაოდ წარმატებულია. 2 თვის წინ ჯგუფის სიმღერა Waterloo ყველა დროის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა, გასულ თვეს კი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმა  განაცხადა, რომ ჯგუფი კვლავ ერთიანდება და წელს ახალი სიმღერების გამოშვებას გეგმავს. კვარტეტს უკვე ორი სიმღერა აქვს მზად, I Still Have Faith In You და Don’t Shut Me Down.  სულ ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს ჯგუფი კიდევ 5 ახალი ტრეკის გამოშვებას გეგმავს.

შეგახსენებთ, ოთხი მუსიკოსისგან შექმნილი ჯგუფი 1972 წელს, სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. დაშლის შესახებ ჯგუფის წევრებმა 1983 წლის დასაწყისში განაცხადეს. 2010 წლიდან ABBA  როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები