თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალებისა და მუსიკის მოყვარულებისთვის კვლავ დაუვიწყარი ზაფხული დგება. „ბონ ვოიაჟი“ წარმოგიდგენთ 2022 წლის ზაფხულის 10 გამორჩეულ  ფესტივალს,რომელზე დასწრებაც ცხოვრების გამორჩეული დღეების შექმნაში დაგეხმარებათ.

Tomorrowland

Tomorrowland-მარტივად რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი ელექტრონული მუსიკის შოუა დედამიწაზე. საუკეთესო ჰედლაინერები ქმნიან შეუდარებელ წარმოდგენას, რომელიც აგრძელებს სამყაროს გაოცებას.

ლოკაცია: ბელგია  2022 წლის 22-24 ივლისი და 29-31 ივლისი;

Glastonbury


Glastonbury არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური და საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი. აერთიანებს ყველა ჟანრს როკიდან და პოპიდან დაწყებული  ჰაუსამდე. აქ მუსიკის მოყვარულები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის მთელი მსოფლიოდან მოედინებიან.

ოკაცია:პილტონი; 2022 წლის 22-26 ივნისი;

Mad Cool Festival

ფესტივალის შემადგენლობა (2022): Metallica, The Killers, Muse, Kings of Leon, twenty one pilots, Imagine Dragons, Faith No More, Pixies, Placebo

სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ეს ფესტივალი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გახდა. ესპანეთში გამართული ეს ღონისძიება საუკეთესო მუსიკალურ მოვლენებში საპატიო ადგილს იკავებს.

ლოკაცია: მადრიდი, ესპანეთი;2022 წლის 6-9 ივლისი;

Afro Nation Portugal 

ვარსკვლავებით სავსე შემადგენლობა,  საცეკვაო დარბაზი, პრაია და როშას ცხელი სანაპირო-ეს ყველაფერი საოცარი უქმეების გატარების საწინდარია.პორტუგალია წელსაც დაუვიწყარ მუსიკალურ ფესტივალს სთავაზობს მსმენელს.

ლოკაცია: პორტიმაო, პორტუგალია;2022 წლის 1-3 ივლისი;

Rolling Loud Portugal


კიდევ ერთი ფესტივალი პორტუგალიაში,ამჯერად ჰიპ-ჰოპისა და რეპის მოყვარულთათვის. თამამად შეიძლება ითქვას ამერიკის რეპ- ფესტივალის გაგრძელება ევროპაში განსაკუთრებული მუსიკალური მოვლენაა.

როდის და სად: პორტიმაო, პორტუგალია;2022 წლის 6-8 ივლისი;

Isle of Wight Festival

ფესტივალი  ცნობილია ლეგენდარული ჰედლაინერებით : Fleetwood Mac, The Stone Roses, Bruce Springsteen და მრავალი სხვა, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ წარმოუდგენელ მუსიკალურ ისტორიას. 50 წლიანი გამოცდილება და უამრავი თაყვანისმცემელი ამ ზაფხულშიც მსოფლიოს დიდ ყურადღებას მიიპყრობს.

ლოკაცია:დიდი ბრიტანეთი; 2022 წლის 16-19 ივნისი;

EXIT Festival

სერბეთის ცნობილი ფესტივალი პაუზის შემდეგ წელსაც დაუვიწყარ შოუს გპირდებათ. ჰიპ-ჰოპი, ინდი და მძიმე მეტალიც კი,ამ მუსიკალურ დღესასწაულზე მართლაც გამორჩეული დღეები გელით. ისტორიული პეტროვარადინის ციხე ივლისში ფესტივალის კერად გადაიქცევა.

ლოკაცია:  ნოვი სადი, სერბეთი;2022 წლის 7-10 ივლისი;

Parklife

გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი შაბათ-კვირის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ეფუძნება მრავალფეროვანი და უახლესი მუსიკის პროგრამას მანჩესტერის ჰიტონ პარკში.სამეფოს ყველაზე ცნობილი კლუბები  საცეკვაო მუსიკის დაუვიწყარი პროგრამით გელით.

ლოკაცია:მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი

Super Bock Super Rock

ფესტივალის შემადგენლობა (2022): A$AP Rocky, Brockhampton, Foals, Hot Chip, GoldLink, Boy Pablo.

ლისაბონის სამეფო ფესტივალი ყოველწლიურად ამაყობს შთამბეჭდავი ჰედლაინერებით, თუმცა მისი მსოფლიო ცნობადობა ოდნავ დაბალია, ვიდრე ამას იმსახურებს. ფესტივალი ასევე  საბაბია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ქალაქის სანახავად.

ლოკაცია: ლისაბონი, პორტუგალია;2022 წლის 14-16 ივლისი;

Lost & Found Festival

ფესტივალი, რომელიც გაჯერებულია ჰაუს, ტექნო და ლაუნჯ მუსიკით ღია ცის ქვეშ მალტაში იმართება. მზე,პლაჟი და  წვეულებები ციხესიმაგრეში წარმოუდგენელია თქვენი შეუდარებელი  დღეების სიაში არ აღმოჩნდეს.

ლოკაცია: წმინდა პავლეს ყურე, მალტა;2022 წლის 1-4 ივნისი;

 

 

კატეგორიები: TOP 10

მსგავსი თემები