LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის ნიკოლ კიდმანი „დოლჩე და გაბანას“ კოპლებიან საცურაო კოსტიუმში (ფოტო)

kidman

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი შობის დღესასწაულს სიდნეიში ატარებენ. ამ ტრადიციას მეუღლეები უკვე წლებია მისდევენ და ახალ წელს ოჯახთან ერთად ნიკოლის სამშობლოში ხვდებიან. ამჯერად ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი პაპარაცებმა სიდნეის სანაპიროზე გადაიღეს, როდესაც მეუღლეები ზღვაში ბანაობდნენ, შვილებთან ერთად თამაშობდნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ და ირუჯებოდნენ. 51 წლის ნიკოლ კიდმანი პაპარაცების გამოჩენას ღიმილით შეხვდა და მათ ხელის აწევითაც მიესალმა. ინტერნეტში კი უკვე გავრცელდა მეუღლეების რომანტიკული ფოტოები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდმანის იდელური ფორმები, ის სანაპიროზე „დოლჩე და გაბანას“ კოპლებიანი საცურაო კოსტიუმით პოზირებს, რომლის ღირებულებაც 618 ამერიკული დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები