LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის მადონა გამჭვირვალე ტოპით ლონდონში (ფოტო)

6884446-0-image-a-230_1543680936289

რამდენიმე ათწლეულია, რაც მადონა მოდის ტენდეციებს თავად ქმნის. საინტერესოა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პოპის დედოფლის ლუქებს აქტუალობა არ დაუკარგავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეა დღესაც, რადგან 60 წლის ვარსკვლავი, რომელიც თვალს ადევნებს სფეროს განვითარებას, მუდმივად ინტერესის ობიექტია.

ამ დღეებში, პაპარაცებმა ლეგენდარული მუსიკოსი ლონდონში, Casa Cruz-ის რესტორანში, სავახშმოდ მიმავალი დააფიქსირეს. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ საღამოსთვის ამერიკელმა შემსრულებელმა არჩევანი შავი ხავერდის კოსტიუმსა და შარვალზე შეაჩერა. საინტერესოა, რომ ანსამბლს ექვსი შვილის დედამ ამავე ფერის სათვალე, ჩანთა, ქურთუკი, ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და გამჭვირვალე ტოპი შეუხამა, რომელიც მედიის განხილვის საგნად იქცა.

,,გრემის” მფლობელი მომღერლის ლუქი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა აღიარეს, რომ წლები მადონას ვერაფერს აკლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები