LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 წლის ჯეინ ფონდას „ოქროს გლობუსზე“ ჯილდოს გადასცემენ

104
38500014-0-image-a-4-1611674243849

83 წლის ჯეინ ფონდა  „სესილ ბ. დემილის“ ჯილდოს მიიღებს. ორგზის ოსკაროსან მსახიობს პრიზი 2021 წლის „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ ფონდა წარმატებულ კინოკარიერასთან ერთად, პოლიტიკურად მუდამ აქტიური იყო, აპროტესტებდა ვიეტნამის ომს და იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის.

ცნობისთვის, „სესილ ბ. დემილის“ ჯილდო ჰოლივუდის უცხოენოვან ჟურნალისტთა გაერთიანების უმაღლესი ჯილდოა. აღნიშნულ ჯილდოს ისეთი მსახიობები ფლობენ, როგორებიც არიან სოფი ლორენი, რობერტ დე ნირო,  შონ კონერი, მარტინ სკორსეზე და ბევრი სხვა ვარსკვლავი. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები