2 გვისტოს, A$AP Rocky შვედეთის ციხიდან გათავისუფლდა. ახლა ის სასამართლოს საბოლოო განაჩენის მოლოდინშია, რომელიც ცნობილი 14 აგვისტოს გახდება.

1 თვიანი პატიმრობისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ამერიკელმა რეპერმა პირველი პერფორმანსი გამართა.

30 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი მსმენელის წინაშე Real Street Festival-ზე წარდგა. საღამოზე მან რამდენიმე სიმღერა, მათ შორის კი მესამე სტუდიური ალბომის – Testing სინგლები – ASAP Forever და Praise the Lord (Da Shine) შეასრულა.

ამასთან, მან სცენაზე Tyler, the Creator-თან ერთადაც იმღერა.

ტეგები: A$AP Rocky
კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები