LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აიფონ“ 13 Always-On-Display-ის ფუნქციას მიიღებს

183
page

iPhone 12 სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა, iPhone 13-ის ირგვლივ კი უკვე უამრავი მითქმა-მოთქმა ატყდა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინფორმაცია ისაა, რომ წლევანდელ „აიფონებში“ ენერგოეფექტური LTPO ეკრანები იქნება ჩამონტაჟებული, რომლებსაც მაღალი, 120 ჰერციანი განახლების სიხშირეც ექნებათ და საბოლოოდ მიიღებენ Always-On-Display ფუნქციას, რომლებიც ანდროიდის მომხმარებლებს უკვე წლებია აქვთ.

რას გულისხმობს Always-On-Display ? – როდესაც სმარტფონი იბლოკება, ეკრანზე მუდმივად ჩნდება საათი, თარიღი, ამინდის პროგნოზი და სხვა მნიშვნელოვანი შეტყობინებები,  აიფონის შემთხვევაში კი მუდმივად მხოლოდ საათი და ელემენტი ჩანს. სხვა შეტყობინებები კი მოსვლის დროს ჩნდება და შემდეგ ისევ ქრება.

ასევე, iPhone 12-ში ასევე ვიხილავთ განახლებულ ფართოკუთხოვან კამერას, რომელსაც გაცილებით უკეთესი ხარისხი ექნება ღამით გადაღების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები