LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პირბადე, რომელიც ჭამის დროს შეგიძლიათ არ მოიხსნათ

315
mhkjgjk

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, როგორც დაცვის სასუალება, პირბადის ტარება იყო. ექსპერტების ნაწილის ვარაუდით, მოსახლეობას კიდევ მინიმუმ 2 წელი ვირუსისგან დასაცავად პირბადის ტარება მოუწევს. აღნიშნული საშუალების სახის მოდური, ტრენდული, უბრალო, სარეკლამო და ა.შ. ნაირსახეობები გამოჩნდა. სიახლე ამჯერად ისრაელშია, სადაც გამოიგონეს პირბადე, რომელიც ჭამის დროს შეგიძლიათ არ მოიხსნათ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოგონების მთავარი მიზანი, რესტორნებში საკვების მიღებისას, ადამიანის უსაფრთხოების დაცვაა. ნიღაბს სპეციალური ჭრილი აქვს, რომლის გახსნაც შესაძლებელია როგორც მექანიკურად, ასევე ავტომატურად, როცა პირბადეს ჩანგალი უახლოვდება.

გამომგონებლები მიიჩნევენ, რომ მათი ნიღაბი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კარგი საშუალებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები