LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პროგრამა მუსიკას მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით ქმნის

56
page

ახალი AI პროგრამა მუსიკას მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით ქმნის. მუსიკალური გენერატორების ეს ახალი თაობა, რომელსაც სათავეში Mubert AI უდგას, ისევე როგორც Google Audio LM, სხვა ეტაპის მომასწავებელია. ეს არის კონტენტზე ორიენტირებული სამყარო, სადაც სინთეზური კონტენტის შექმნა ბევრ კრეატორს უადვილებს დროის დაზოგვას.

„სტრიმერებით დაწყებული, კინორეჟისორებითა და აპლიკაციების დეველოპერებით დასრულებული, ყველას გავუადვილეთ საქმე. ისინი შეძლებენ, მაღალი დონის, ხარისხიანი მუსიკა სრულიად უფასოდ შექმნან“, – აცხადებენ Mubert AI-ის აპლიკაციის შემქმნელები.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტი გაწვრთნილია 4000-ზე მეტი მუსიკოსის მიერ შექმნილი მილიონზე მეტი მუსიკის ნიმუშზე. ტრეკის შესაქმნელად, მომხმარებელი ირჩევს ჟანრისა და განწყობის მახასიათებლების ერთობლიობას და წარმოიქმნება მიმზიდველი მელოდია Reel-ის ან ტიკ ტოკისთვის.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები