LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რომანი – სელენა გომესი და NBA-ის ვარსკვლავი ჯიმი ბატლერი ერთმანეთს ხვდებიან

124
safe-image

სელენა გომესის ცხოვრებაში სიახლეებია. გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ 2022 წელს, ცნობილი მთამსვლელი ქალბატონის, სილვია ვასკეს-ლავადოს ცხოვრების შესახებ ფილმი, „მთების ჩრდილქვეშ“ (In the Shadow of the Mountain) გამოვა. სწორედ მის როლს მოირგებს სელენა.

სასიამოვნო სიახლეებია 28 წლის გომესის პირადა ცხოვრებაშიც. ტაბლოიდების ცნობით, სელენა NBA-ის ვარსკვლავს, 31 წლის ჯიმი ბატლერს ხვდება. ისინი რამდენჯერმე შენიშნეს რომანტიკული ვახშმის დროს.

შეგახსენებთ, სელენა გომესი დიდი ხნის განმავლობაში ჯასტინ ბიბერზე იყო შეყვარებული. მისი შემდეგი რომანი ჰიპ-ჰოპ არტისტთან, The Weeknd იყო, რომელიც თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. 2019 წელს კი მომღერალი One Direction-ს წევრს ნაილ ჰორანს ხვდებოდა.

რაც შეეხება სელენას ახალ რჩეულს, ის გახლავთ 13 წლის ასაკში უსახლკაროდ დარჩენილი ბიჭი, რომელიც ახლა NBA-ის ვარსკვლავია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები