LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი სიმღერები ისეთია, ჩვენიც რომ არ იყოს, მოვუსმენდით“ – „რეზო და ბავშვები“ პრემიერით გადაცემაში ,,ექსკლუზივი”

11
rezodabavshvebi92011

რადიოფორტუნა პლუსისგადაცემა ,,ექსკლუზივის” სტუმარია ჯგუფი „რეზო და ბავშვები“. ჯგუფის წევრებმა, რეზო ბლიაძემ და ლევან ხოტივარმა ახალი სიმღერა დააპრემიერეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადაცემა ,,ექსკლუზივის” პირველი სტუმრები ვიყავით, აქედან დაიწყო ჩვენი კარიერაც,  ჩვენი პირველი სიმღერა თქვენთან დავაპრემიერეთ.

https://www.facebook.com/266131756744994/videos/2449801865317726

რას ფიქრობთ დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით და როგორ გაიარეთ თვითიზოლაციის პერიოდი?

პირველი ტალღა საკმაოდ რთული იყო, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს პერიოდი პროდუქტიულად გამოგვეყენებინა. ვიმუშავეთ ალბომზე. ახლა კი მეორე ეტაპი გვიახლოვდება, არადა, რეალურად, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმისთვისაა, რომ საბოლოოდ საზოგადოებამდე მივიტანოთ. სტუდიაში 24 საათიანი ღამის თენებები და დაუზოგავი მუშაობა აუცილებლად უნდა რეალიზდეს ცოცხალი კონცერტების სახით და ეს თუ ასე არ იქნება, ამაზე ცუდი რა შეიძლება მოხდეს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ,  არ უნდა მოვიწყინოთ და როგორმე უნდა ვისწავლოთ ამ ყველაფერთან ცხოვრება. ჩვენ ახალ სიმღერებსაც ჩავწერთ და მოგიტანთ კიდეც.

რაც შეეხება ახალ სიმღერას, მას „რამე ახალი“ ჰქვია, ამ ტრეკის ვერსია უკვე 2 დღეა რაც მაქვს, მას ინტენსიურად ვუსმენ და ძალიან მომწონს, მოლოდინი ძალიან კარგი გვაქვს. სხვათა შორის, ახალი სიმღერების შესახებ ხშირად ვსაუბრობთ და თვითკრიტიკითაც ვართ დაკავებულები, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ახალი სიმღერები, რომლებიც ალბომში შევა, არის ისეთი, რომ ჩვენიც რომ არ იყოს, მაინც მოვუსმენდით. აი მაგალითად სათვალე, სიმღერაც და ვიდეოც ისეთია, რომ ჩვენიც რომ არ იყოს,  ძალიან მომეწონეობდა.

რა პროცესშია ახალ ალბომზე მუშაობა?

ის უკვე დასრულებისკენ მიდის, 4 სიმღერა უკვე დასრულებულია და ისინი „ფორტუნა პლუსის“ ეთერში  ტრიალებს. კიდევ 2 ახალი სიმღერის შეტანაც გვინდა, მინდა გითხრათ, რომ წინ კიდევ უამრავი სიურპრიზი გელოდებათ. ვიდეო კლიპის გადაღებაც  გვინდა მოვასწროთ, ასე რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები