LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დროს წამოვდექი, მივედი, ეს გოგო გავწიე და აჩოს ტუჩებში ვაკოცე“ – შეყვარებული კულინარები, არჩილ ზამბახიძე და ქეთი პაპავა ,,ფორტუნა პლუსში”

15
არჩილ-პაპავა

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები არიან კულინარები და ტელეწამყვანები, არჩილ ზამბახიძე და ქეთი პაპავა, რომლებმაც თავიანთი სიყვარულის ისტორია გაიხსენეს და კულინარიულ საქმიანობაზეც ისუაბრეს. 

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, თქვენი ისტორია ძალიან საინტერესოა. როგორ შეხვდით ერთმანეთს და როგორ დაიწყეთ ეს ყველაფერი?

არჩილი: ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუკი კულინარიაში შევაბიჯებდი. ეს იყო 2010 წელი. მაშინ გავიცანი ქეთოც. აღმოვჩნდი ადამიანთან, რომელსაც კულინარია ძალიან უყვარდა. კარგად იცნობდა იტალიურ კულინარიას, თავადაც ძალიან გემრიელი ადამიანი იყო. თავიდან მიმოწერა გვქონდა და აი დადგა დღე, როდესაც ერთმანეთს უნდა შევხვედროდით. ეს იყო ის პერიოდი, როცა მიტანის სერვისი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ქეთომ შემომთავაზა, პასტას გავაკეთებ და სადმე ვჭამოთო. კონკაში უნდა გვეჭამა. უეცრად გაწვიმდა, დავინახე ქეთი ქვაბით მორბოდა, მე მოვიტანე შამპანური, ორი ჭიქა, რომელიც ქეთის გაუტყდა და ასევე ორი შეფუთვა კეტჩუპი. ამ დროს მოხუცი ბებო მოვიდა, სანთელი იყიდეთო. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო.

რაზე ისაუბრეთ პირველ პაემანზე?

ქეთი: მე ვიცოდი, რომ აჩოს ძალიან უყვარდა ირაკლი ჩარკვიანი. გადავწყვიტე მეყიდა ირაკლის პირველი წიგნი, გადავეცი საჩუქარი, რომელიც დღემდე არ წაუკითხავს. დღემდე რცხვენია, რომ არაფერი მაჩუქა. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. კარგი განწყობა შეგვექმნა და გავაგრძელეთ შეხვედრები.

არჩილი: მეორე დღეს ბარში, ჩარკვიანის საღამო მოვაწყვე. გიტარაზე მისი პოპური დავუკარი. ვღელავდი ძალიან, ბევრი ხალხი იყო. ქეთოც მიყურებდა. უეცრად ერთი უცნობი გოგო მოვიდა ჩემთან და ლოყა ლოყაზე მომადო.

ქეთი: ამ დროს წამოვდექი, მივედი, ეს გოგო გავწიე და აჩოს ტუჩებში ვაკოცე. ეს იყო ჩვენი პირველი კოცნა.

არჩილი: არადა ქეთი ძალიან მორიდებული ადამიანია, ეს როგორ გააკეთა, არ ვიცი.

ქეთი: ერთხელ აჩომ ჩემთვის ვახშმის მოწყობა გადაწყვიტა. მოხარშა ბრინჯი, ქათამთან ერთად, ეს ბრინჯი იყო უამრავი. ერთი ქვაბიდან სამი გამოვიდა.

არჩილი: ჩვენი პირველი ნაბიჯები იყო ის, რომ გადავწყვიტეთ სახლში ვიდეოები გადაგვეღო, „პრემიერი“ ჩვენით შემოგვესწავლა.  შემდეგ გავთამამდით. შემდეგ გამოვიდა ჩვენი პირველი წიგნიც. ჯეიმი ოლივერს ძალიან ავყევით. შემდეგ გავხსენით ჩვენი პიცერია „პაცა“. ბიზნესში ჩავებით და უბრალოდ აღარ იყო დრო ჩემი პროფესიისთვის, იურისტობისთვის დამეთმო დრო.

ვინ არის თქვენში დომინანტი სამზარეულოში? 

ქეთი: მე კულინარიის აკადემიაში ვისწავლე, ჩემმა ცოდნამ აიწია და აჩო დარჩა ისევ იგივე დონეზე, მე მეტი პრეტენზია მაქვს. ტექნიკური მხარე ჩემზეა ხოლმე. ჭურჭელს რეცხავს არაჩვეულებრივად. ის ყველაფერზე ამბობს, რომ გემრიელია, მე რომ გავასინჯავ ხოლმე, რთულად ვეთანხმები. როცა „პაცა“ შეიქმნა, ერთი ადამიანით დავიწყეთ, სალაროსთან ვიდექით ჩვენ. ახლა თავად ვზრდით ადამიანებს, თავად ვასწავლით. თავდაპირველად კულინარია დაკნინებული იყო, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა.  ჩვენ ახლა „სამზარეულოს ომებში“ ვართ ჩართულნი. ბექში ვართ. სოც.ქსელში ვდებთ ხოლმე ვიდეოებს, თუ რა ხდება კულისებში. გვაქვს ახლო ურთიერთობა მონაწილეებთან და ყველას ვეუბნებით, რომ მათ აუცილებლად უნდა გაამახვილონ პირად ხასიათზე ყურადღება.

ალბათ მოვლილი გაქვთ მსოფლიო,

თუ სხვები იმას ფიქრობენ, რა უნდა ნახონ, როცა სხვა ქვეყანაში მიდიან, ჩვენ გვაქვს ერთი საკითხი, რა ვჭამოთ. თავიდან ძვირად ღირებულ რესტორნებში ვერ დავდიოდით, პატარა სასადილოებში ვაგემოვნებდით საკვებს.

ტელეწამყვანობის შესახებ გვესაუბრეთ

ქეთი: პირველი ეთერი გვქონდა „რუსთავი 2“-ში, წინა ღამეს არ მეძინა, ძალიან ვნერვიულობდი. ყველას თვალწინ უნდა მომემზადებინა კერძი და თან უნდა მესაუბრა. საპასუხისმგებლო იყო. მეორე დღეს აჩოს დაბადების დღე ჰქონდა და გადავწყვიტე სიურპრიზი მომეწყო. მე ტორტი გამოვაცხვე და მას პირდაპირ ეთერში სახეში შევაზილე.

არჩილი: ქეთი ტელევიზიისთვის ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, გარეგნულ მხარეს რომ თავო დავანებოთ.

აპირებთ თუ არა საკუთარი რესტორნის გახსნას?

ქეთი: იყო ასეთი იდეა, გვინდოდა, თუმცა შემდეგ გადავიფიქრეთ. იმდენ რამეს ვაკეთებთ, რომ ვერ გავრისკავთ, სულ იქ უნდა ვიყოთ. ასე რომ  ჯერჯერობით ასე ვიქნებით,  „პაცა“ და ტელევიზია. რაც შეეხება წიგნს, ჩვენ არ ვიცნობდით ქართულ კულინარიას,  გადავწყვიტეთ გაგვეცნო, ამიტომ მოვაგროვეთ რეცეპტები. დავიწყეთ კულტურის სამინისტროსთან ერთად ამ პროექტზე მუშაობა. გვსურდა, ზოგიერთ კერძს სტატუსი ჰქონოდა მინიჭებული. სამი წელი დაგვჭირდა რეცეპტების შესაგროვებლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები