Android-ის პლანშეტებზე Apple Music ამოქმედდება. აპლიკაციის 2.7 ვერსია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი მხოლოდ საცდელ რეჟიმშია. სპეციალისტების განმარტავენ, რომ Apple Music დიდეკრანიან Android მოწყობილობებზე ბევრად გამარტივებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, Apple-ის მუსიკალური სერვისები ხელმისაწვდომი სხვა პლატფორმებზეც გახადა. ირკვევა, რომ მალე Apple Music ხმოვან ასისტენტებზეც ამოქმედდება.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ სიახლე მომსახურების არეალს გააფართოვებს და სერვისის მომხმარებელთა რაოდენობას გაზრდის.

კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები