LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლი შვილთან ერთად საყიდლებზე დააფიქსირეს – ვარსკვლავის ახალი ფოტოები

1166
safe-image

რამდენიმე დღის წინ, 45 წლის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, ის ნიუ-იორკის ქუჩებში შვილთან ერთად დააფიქისრეს. მისი ლუქი შეუდარებელი იყო, მას „რაიან როჩესის“ შემოდგომის კოლექციიდან წარმოდგენილი კრემისფერი ზედა ეცვა, რომელსაც თეთრი გრძელი კაბა და „გაბრიელა ჰერსტის“  ჩანთა ამშვენებდა, თუმცა, მსახიობის თაყვანისმცემლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ვარსკვლავის სიგამხდრე. ჯოლი მართლაც საოცრად დაკლებულია წონაში.

დღეს ჯოლი კვლავ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. ის კვლავაც ვაჟთან, 12 წლის ნოქსთან ერთად დააფიქსირეს, ისინი საყიდლებზე იყვნენ. ვარსკვლავს შავი, თავისუფალი სტილის სარაფანი და ტყავის სანდლები ეცვა, მის ლუქს კი შავი  პირბადე ასრულებდა, ნოქსს კი ჩვეულებრივი, სამედიცინო ნიღაბი ეკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები