LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანჯელინა სულაც არ მძულს“ – ბრედ პიტის ახალი რჩეული ნიკოლ პოტურალსკი

357
safe-image

56 წლის ბრედ პიტის ახალი რომანი ახლა მედიიდ ყველაზე პოპულარული თემაა. ამ თემის ირგვლივ განიხილავენ ყველაფერს, ნიკოლ პოტრალსკის იმიჯს, გარეგნობას, წარსულ პირად ცხოვრებას და ა.შ…

სულ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ანჯელინა ჯოლი გაცეცხლებულია იმის გამო, რომ პიტმა ახალი შეყვარებული საფრანგეთში, მათ საერთო საცხოვრებელ კომპლექსში,  „შატო მირაველში“ წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ სწორედ იქ დაქორწინდა წყვილი 2014 წელს.

„ენჯი გაცეცხლებულია, ბრედმა ახალი შეყვარებული იქ წაიყვანა, სადაც მათ იქორწინეს“ – ახალი დეტალები

ცოტა ხნის წინ, ბრედის ახალმა რჩეულმა სოციალური ქსელის საშუალებით ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ ბედნიერ ადამიანებს არ სძულთ, აღნიშნულ პოსტს კომენტარების კასკადი მოჰყვა, ერთ-ერთმა გამომწერმა მას ანჯელინაზე დაუსვა შეკითხვა, რაზეც პირდაპირი პასუხი მიიღო: „ანჯელინა სულაც არ მძულს“.

 

ინსაიდერების განცხადებით კი ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტის პირადი ცხოვრების გამომზეურების გამო ძალიან უკმაყოფილოა, მას მიაჩნია რომ პირადი ცხოვრება ტაბლოიდებისგან დაფარული უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები