მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და პოპულარულ ბრენდს Apple-ის, მაღაზიებიც შთამბეჭდავი აქვს. სხვადასხვა კონტიტენტზე, სხვადასხვა ქალაქში მიმობნეული Apple Store-ებიდან 10 საუკეთესო შეარჩიეს და მათი ვიზუალის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნეს.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის მაღაზიების დიზაინზე ბრიტანული კომპანია Foster + Partners მუშაობს. სწორედ ამ კომპანიის 10 საუკეთესო ნამუშევარს წარმოგიდგენთ:

Apple Zorlu Center – თურქეთი, სტამბოლი

სტამბოლში Apple Zorlu Center არის Apple-ის პირველი ოფიციალური მაღაზია, რომელიც 2014 წელს აშენდა.

Apple Westlake, ჩინეთი

ეს მაღაზია არის Apple- ის ერთ-ერთი უდიდესი საცალო მაღაზია აზიაში. აშენდა 2015 წელს – გამორჩეულია უჩვეულოდ გამძლე მინის კიბეებით.

Apple Michigan Avenue, შეერთებული შტატები

ეს არის ჩიკაგოში Apple-ის ოფიციალური მაღაზია, რომელიც 2017 წელს გაიხსნა.

Apple Orchard Road, სინგაპური

აშენდა 2017 წელს -მოჩუქურთმებული ქვის ფართო კიბეები და ქოთნის ხეები სინგაპურში Apple-ის დიზაინის დეველოპერების სიამაყეა.

Apple Dubai Mall, დუბაი

56 მეტრი სიგანის ტერასა, ხედები ცათამბრჯენებზე და „მზის ფრთები“, ანუ ჟალუზები – ეს დუბაიში Apple-ის ოფიციალური მაღაზიაა, რომელიც 2017 წელს აშენდა.

Apple Cotai Central, ჩინეთი (2018)

კუბის ფორმის ეს ორიგინალური მაღაზია მაკაუს მახლობლად, ახლად განვითარებულ კუნძულზე მდებარეობს და ის 2018 წელს აშენდა. შენობას გამორჩეულს ხდის მის შიგნით ამოსული ბამბუკის ხეები.

Apple Champs-Elysees, საფრანგეთი

Foster + Partners-ის მიერ შექმნილი Apple– ის ერთ – ერთი უჩვეულო მაღაზი პარიზში 2018 წელს აშენდა და ის არც მეტი, არც ნაკლები ცენტრალურ გამზირზე Champs Elysees- ზე მდებარეობს. მაღაზია მეცხრამეტე საუკუნის, პარიზულ კორპუსის ბინაშია მოწყობილი.

Apple Kyoto, იაპონია

ორსართულიანი მაღაზია 2018 წელს აშენდა და შენობა მთლიანად გამჭვირვალეა.

Apple Piazza Liberty, იტალია

Apple-ის ეს მაღაზია მილანში 2018 წელს აშენდა და ის ერთგვარ ამფითეატრს მოგვაგონებს. მდებარეობს ტრადიციულ იტალიურ მოედანზე.

Apple Iconsiam, ტაილანდი

Apple-ის ტაილანდური მაღაზიაც 2018 წელს აშენდა – ეს ტაილანდში ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზიაა. გააჩნია ძვირადღირებული შუშის ფასადები. მაღაზიაში განსაკუთრებული აქცენტი გამწვანებაზე კეთდება და მის შიგნით ქოთნის ხეებს ნახავთ.

ტეგები: Apple მაღაზია

მსგავსი თემები