LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-ისა და Samsung-ის ჭკვიანი საათები სისხლში შაქრის დონეს განსაზღვრავენ

88
35334-original

უახლეს ტექნოლოგიებს, „ჭკვიან საათებსა“ და ფიტნეს ტრეკერებს ადამიანთა ჯანმრთელობაში უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლიათ შეიტანონ. აი, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ შექმნეს საათი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენამდე დაადგენს, გაქვთ თუ არა Covid-19. ასევე გამოიგონეს სამაჯური, რომელიც თქვენს ხელმძღვანელს შეატყობინებს, რომ ცუდ ხასიათზე ხართ, ანუ ის ადამიანის განწყობას გამოავლენს.

მედიცინა და ტექნოლოგია ფეხდაფეხ წინ მიიწევს. ამჯერად Apple-მა და  Samsung-მა შექმნეს საათები, რომლებიც  სისხლში შაქრის დონეს განსაზღვრავენ. ამას ახალი მოწყობილობა ოპტიკური სენსორის დახმარებით შეძლებს.

ცნობისთვის, Samsung Galaxy Watch 4-ისა და Apple Watch Series 7-ის გამოსვლა 2021 წლისთვის იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები