კომპანია Apple-მა ახალი „აიფონ 13“ წარადგინა. ახალი მოდელები ვარდისფერ, ლურჯ, შავ, თეთრ და წითელ ფერებში იქნება წარმოდგენილი, ხოლო iPhone 13 Pro გრაფიტის, ოქროს, ვერცხლისა და ლურჯ ფერებში. აღსანიშნავია, რომ მოდელების კამერები დიაგონალურადაა განლაგებული.

რაც შეეხება ფასებს, აშშ-ში iPhone 13 mini-ს ღირებულება 699 დოლარიდან იწყება, iPhone 13-ის კი  799 დოლარიდან. რაც შეეხება Pro სერიას, iPhone 13 Pro-ს ფასი 999 დოლარიდან დაიწყება, iPhone 13 Pro Max-ის კი  1 099 დოლარიდან.

ცნობისთვის, iPhone 13 Pro Apple-ის პირველი სმარტფონია, რომელსაც 1 ტერაბაიტის მოცულობის მეხსიერება აქვს.

მეტი ტექნოლოგიური სიახლე

კატეგორიები: Hi Tech

მსგავსი თემები