LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Apple-მა მუსიკალური პრემია Apple Music Awards დააწესა (ფოტო)

67
page

კომპანიამ Apple საკუთარი მუსიკალური პრემია Apple Music Awards დააწესა. დაჯილდოების ცერემონიალი ყველწლიურად გაიმართება და გამარჯვებულები 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან. რაც შეეხება გამარჯვებულების გამოვლენის პროცესს, კომპანიის წარმომადგენლები იუწყებიან, რომ აღნიშნულ პროცესში სტრიმინგის სტატისტიკასა და ასევე რედაქტორის აზრს გაითვალისწინებენ.

წლევანდელი, Apple Music Awards 2019-ის გამარჯვებულები 4 დეკემბერს, Steve Jobs Theater-ში გამოვლინდებიან.

ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:

„წლის არტისტი“ – ბილი აილიში

„წლის გარღვევა“ – Lizzo

„წლის ალბომი“ – ბილი აილიშის When We Fall Asleep, Where Do We Go?

„წლის სიმღერა“ – Lil Nas X-ის Old Town Road

„წლის სკომპოზიტორი“ – ბილი აილიში და Finneas

ცნობისთვის, დაჯილდოების გახსნაზე ბილი აილიში იმღერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები