დღეს Apple-ის რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია!“, – ამის შესახებ კომპანია Metro Production იუწყება, რომელიც ამ თემაზე სოციალურ ქსელში წერს.

„მეტრო პროდაქშენისა“ და საერთაშორისო ბაზრის კიდევ ერთი მეგობრობის შედეგი! დღეს „ეფლის“ რეკლამაში ხუთი ქართველი მსახიობია! ვამაყობთ, რომ ვიყავით Apple-ის რეკლამის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქასთინგის ორგანიზების ნაწილი“, – წერს Metro Production.

ის 5 ქართველი მსახიობი, რომელიც Apple-ის რეკლამაში გადაიღეს, არიან:  ვიკა კალანდია, დავით ბეკოშვილი, ბექა ქამხაძე, ირმა ლაპიაშვილი, კობა შონია.

ცნობისთვის, გუშინ 10 სექტემბერს, Apple-მა სპეციალური, საშემოდგომო ღონისძიება დაიწყო და საზოგადოების წინაშე, პირველად გამოაჩინა iPhone-ის უახლესი მოდელები: iPhone 11, iPhone Pro და 11 Pro Max, მე-5 თაობის Apple Watch.

ტეგები: Apple iPhone

მსგავსი თემები