LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არ დატოვოთ თქვენი შვილები მაილისთან” – მაილი საირუსმა შონ მენდესი გააშარჟა (ფოტო)

240
_Miley Cyrus shares her semi nude version of Shawn Mendes' Calvin Klein photo shoot; see pic (1)

ამ დღეებში, შონ მენდესი ,,კელვინ კლაინის” მამაკაცის თეთრეულის ხაზის ახალი სარეკლამო კამპანიის საიმიჯო ფოტოებზე, საცვლების ამარა გამოჩნდა.

20 წლის ვარსკვლავის სიშიშვლემ სოციალური ქსელი ელვის სისწრაფით მოიცვა, ინტერნეტმომხმარებლების სიმხურვალემ კი პიკს მიაღწია.

როგორც ჩანს, კოლეგისა და მეგობრის გასამხნევებლად მაილი საირუსმა სახალისო გზა აირჩია. ლიამ ჰემსვორტის მეუღლემ, ,,ტვიტერზე” კოლაჟი გამოაქვეყნა, რომლის ერთ მხარეს თავად, მეორე მხარეს კი კანადელი შემსრულებელი სწორედ ამერიკული მოდის სახლის ტრუსებით პოზირებენ.

,,არ დატოვოთ თქვენი შვილები მაილისთან”, – ასე დაასათაურა პოსტი 26 წლის მომღერალმა, რომელითაც მან ლედი გაგაც გააშარჟა.

გაირკვა, რომ მსგავსი შინაარსის ტექსტით, ,,ოსკარებზე” ნომინირებულმა არტისტმა 2013 წელს, მაილისთან გადაღებული ფოტო გააზიარა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გოგონა თავისი არაორდინალურობით მსოფლიოს აალაპარაკებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები