როგორც ჩანს, ლეგენდარული პოპ-ვარსკვლავი მადონა მიხვდა, რომ საზოგადოებას თავისი გადადებული კონცერტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მობეზრდა, ისევე როგორც მისი რომანი 36 წლით უმცროს ყმაწვილთან და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ალტერნატიული გზებით ცდილობს.

ეპატაჟური არტისტი თავის ინსტაგრამ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სამეფო ოჯახიდან წამოსულ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მანჰეტენზე, საკუთ ბინაში ცხოვრებას სთავაზობს.

„არ გაიქცეთ კანადაში, იქ მოწყენილობაა, ჩემს ბინას დაგითმობთ, ორი სააბაზანო და საოცარი ხედი, ბუკინგემის სასახლე არაფერია მასთან შედარებით” – აცხადებს მადონა.

„ამით მადონა დედოფალს უპირისპირდება“, „რა თქმა უნდა პიარია, ასეთი რაღაცეები დაფარულად წყდება“ – წერენ სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05