ზუსტად 22 წელი გავიდა მას შედეგ, რაც ყველა დროის ყველაზე რომანტიკული ფილმი “ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი” ეკრანებზე გამოვიდა. ამ საოცარ ისტორიას მეგობრობასა და სიყვარულზე წლიდან წლამდე სიამოვნებით ვუყურებთ. ამჯერად კი ფილმის მთავარი გმირები და ახლა უკვე A კლასის ვარსკვლავები ერთად პირველად შეიკრიბნენ. ამის მიზეზი კი ფილმის იუბილეა, რომელსაც გამოცემა Entertainment Weekly’s სპეციალურ ნომერს უძღვნის.

ფოტოსესიაში, რომელიც ინტერნეტში უკვე ვრცელდება საყვარელ გმირებს შეცვლილი იმიჯით ვხედავთ. ჯულია რობერთსი ბრწყინავს თეთრი ფერის პიჯაკსა და შარვალში, ქამერონ დიაზი კი, ვარდისფერ კაბაში. უკვე სხვა ფოტოებზე გოგონებს სხვადასვა სამოსში ვხედავთ.

გოგონებისგან განსხვავებით ასაკი ნამდვილად დაეტყოთ რუპერ ევერეტსა და დერმონტ მალრუნის. ფაქტია, რომ ეს წლის ყველაზე განხილვადი ნომერი იქნება. ფოტოებზე ყველაფერი ისეა, როგორც ქორწილში. ლამაზი სამოსი, ბევრი სასმელი, ულამაზესი დეკორაციები და ღიმილიანი სახეები.

მსგავსი თემები