მიმდინარე წლის მარტში, აშერის პირად ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოხდა. ამერიკელი შემსრულებელი მეუღლეს, გრეის მიგელს დაშორდა. საინტერესოა, რომ წყვილმა ერთად თითქმის 10 წელი გააატარა, მათი ქორწინება კი 2 წელს ითვლიდა.

აღსანიშნავია, რომ განქორწინების შესახებ ოფიციალური განცხადება თავად 40 წლის ვარსკვლავმა ახლახან გაააკეთა.

,,მე და გრეისმა დაშორება გადავწყვიტეთ. ჩვენ ძველებურად ვაგრძელებთ ურთიერთობას და მეგობრებად ვრჩებით. ჩვენ ასევე ძველებურად ვაგრძელებთ ერთმანეთის სიყვარულს”, – აღნიშნა ამერიკელმა არტისტმა.

შეგახსენებთ, რომ აშერმა და გრეის მიგელმა რომანი 2008 წელს გააჩაღეს. გრეისი მუსიკოსზე 11 წლით უფროსი იყო, თუმცა ასაკობრივ სახვაობას მაშინ მათთვის ხელი არ შეუშლია.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები