LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის არმია შექმნის რობოტებს, რომელთაც ნამდვილი კუნთები ექნებათ

47
page

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის კვლევით ლაბორატორიაში ისეთი ბიოჰიბრიდული რობოტების შექმნა სურთ, რომელთაც ცოცხალი ქსოვილისგან შედგენილი კუნთები ექნებათ. მეცნიერების განცხადებით, ნამდვილი ქსოვილისგან კუნთის შექმნის  იდეა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბიოლოგიური კომპონენტების მეშვეობით რობოტები ადვილად მანევრირებადები და მეტად მოქნილები გახდებიან.

წინასწარი ინფორმაციით, ორგანულ ქსოვილებს ლაბორატორიაში გაზრდიან, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები