LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავატარი“ მეორე და მესამე ნაწილით დასრულდება

avatar

ცნობილია, რომ ჯეიმს კამერონმა ლეგენდარული ფილმის, „ავატარის“ მეორე და მესამე ნაწილზე მუშაობა უკვე დაასრულა. ფილმის მეორე ნაწილს მაყურებელი 2020, ხოლო მესამე ნაწილს, 2021 წელს იხილავს. რაც შეეხება ფილმის შემდეგ ნაწილებს, რომლებიც 2024 და 2025 წელს უნდა გამოსულიყო, ისინი აღარ გამოვა. ამის შესახებ მედია ჯეიმს კამერონის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

შეგახსენებთ, რომ „ავატარი“ 2009 წლის ფილმია, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ 1994 წლიდან დაიწყო. ჯეიმს კამერონის სამეცნიერიო-ფანტასტიკის ჟანრის ეპიკური ფილმი მსოფლიოში ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგში პირველ ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები