კორონავირუსის პანდემიამ მოდის სამყარო ძირფესვიანად შეცვალა. გლამურული, ტრენდული ტანისამოსი თუ ფეხსაცმელი აღარავის სჭირდება, თუმცა, ,,ბალენისაგამ” გამოსავალი მაინც იპოვა და საზოგადოებას სახლში ჩასაცმელი ტყავის ჩუსტები შესთავაზა.
ჩუსტები იტალიური, ნატურალური ტყავისგანაა შექმნილი და მისი ფასი 495 დოლარს შეადგენს. აღანიშნავია, რომ ჩუსტების დიზაინი კომპანიის კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას ეკუთვნის.