LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ვარ როცა მწერენ, როგორ მოსწონთ ჩემი პერსონაჟი“ – ნიკა აფციაური სტუმრად „ვიზიტორში“

21
vizitorshow20jl

გადაცემის ლაივი LIVE

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია სერიალ „დიდი ოჯახის“ მსახიობი ნიკა აფციაური, რომელმაც სერიალისა და თავისი პერონაჟის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა.

სერიალი „დიდი ოჯახი“ უკვე ერთი თვეა რაც ყოველ პარასკევსა და შაბათს  გადის, როგორ მოხვდი ამ სერიალში?

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, გამოცხადდა კასტინგი და ამიყვანეს, ასე მოვხვდი მართლაც „დიდ ოჯახში“. მანამდე გამოცდილება არ მქონია. თითქოს სხვა პლანეტაზე მოვხვდი, გამოცდილ მსახიბებთან ერთად მომიწია ყოფნა, თუმცა, ეს ყველაფერი დამეხმარა, სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი გათამამება.

როგორია შენი პერსონაჟი?

ჩემს პერსონაჟსაც ნიკა ჰქვია, ძალიან განსხვავებული და გამორჩეული პერსონაჟი გამოგვივიდა, ის თავისივე შექმნილ სამყაროში ცხოვრობს, ის დედიკოს დიდი ბიჭია, ბევრი დაინახავს მასში საკუთარ თავს. სხვათა შორის სულ ვამბობდი, რომ მსახიობი უნდა გამოვსულიყავი, სცენა ყოველთვის მიზიდავდა და ყოველთვის ვიცოდი, რომ სცენაზე უნდა ვყოფილყავი, თანაც ბოლომდე.

რა რეაქცია აქვს დედას, როდესაც გიყურებს?

მას ძალიან ეცინება, ხედავს სულ სხვანაირ ნიკას, სახლში ვერ წარმოუდგენიათ, რომ ის მე ვარ, ძალიან ბედნიერები არიან.

რა მოგწონს შენს პერსონაჟში ყველაზე მეტად?

ყველამ აიკვიატა მგონი სიტყვა „წკარან წკურან, წკარან წკურან“. ნიკოს ბევრი აქვს ისეთი სიტყვა, რაც შეიძლება საზოგადოებამ აიკვიატოს.

რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში პოპულარობის შემდეგ?

ძალიან კარგი გრძნობაა, სულაც არ არის დამღლელი, ბედნიერი ვარ როცა მწერენ, თუ როგორ მოსწონთ ჩემი პერსონაჟი. ამაზე ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ მიიღებდნენ ნიკას და მერე მე, არ ველოდი, ასეთ სიმპათიებს ჩემი პერსონაჟის მიმართ და ძალიან ბედნიერი ვარ. თეატრალურშიც ძალიან კარგად ხვდებიან ამ ყველაფერს. მალე სულ სხვანაირ როლს მოვირგებ საკურსო სპექტაკლზე, გერმანელი პოლკოვნიკის, კრიუგელის როლს ვასრულებს.

გვესაუბრე „დიდი ოჯახის“ შიდა სამზარეულოზე..

პირველ რიგში ძალიან ვერთობით, ამ გართობაში საქმე კეთდება, ხდება კურიოზებიც, იმპროვიზაციების უფლებაც გვეძლევა ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები