LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრმა დაწერა რომ ის ჰიტად იქცევა“ – ნათია დუმბაძე სტუმრად EXCLUSIVE-ში ახალი სიმღერით, „შენთან ერთად“

6
exclusivefortunaplus

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემის EXCLUSIVE -ის სტუმარია მომღერალი ნათია დუმბაძე, რომელმაც გადაცემაში სიმღერა „შენთან ერთად“ დააპრემიერა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მე თქვენთან დეკემბერში ვიყავი ერთ-ერთი სიმღერის პრემიერით და  გითხარით, რომ მომავალ წელს, თებერვალში სოლო სიმღერით დაგიბრუნდებოდით, თუმცა, პანდემიის პერიოდი დაემთხვა. ზოგადად ეს სიმღერა არ მქონდა ჩაწერილი, თუმცა ვიცოდი, რომ ის სოლო სიმღერა უნდა ყოფილიყო. ვიდეორგოლის გადაღებაც მინდოდა გაზაფხულზე, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, პანდემიამ ძალიან შემიშალა ხელი და გადამიწია ეს ყველაფერი და ახლა, როგორც იქნა, მოვედი და ვზივარ აქ.

ეს არის ჩემი პირველი სოლო სიმღერა და ამაზე არ გავჩერდები. დუეტშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს და უფრო მომგებიანიცაა, როცა ერთი მუსიკოსი მეორეს უერთდება, უფრო მასშტაბური ხდება.

ტექსტი და მუსიკა მასტერმა დაწერა. ძალიან მხიარული სიმღერა გამოვიდა და ზუსტად მოერგო ჩემს ხასიათს. სასიამოვნოა, რომ ზაფხულის მოსვლას, რეგულაციების გაუქმებას დაემთხვა. მალე კლიპსაც გადავიღებ და ნამდვილი ზაფხულის სიმღერა იქნება. ფრანგმენტი სოციალურ ქსელში დაიდო და უკვე დაიმსახურა საზოგადოებას მოწონება, ბევრმა მისი ჰიტად ქცევაც კი იწინასწარმეტყველა.

სად აპირებ კლიპის გადაღებას?

ახლა ძებნის პროცესში ვარ, რაღაც ლოკაციები უკვე ვიპოვე, ყოველდღე დავდივარ და ახალ ადგილებს ვეძებ. 3-4 დღეში სცენარი დაიწერება და რამდენიმე კანდიდატურას შორის საუკეთესო რეჟისორს ავირჩევ. კლიპი ზაფხულს მიეძღვნება და გასართობი ვიდეო იქნება ლამაზი გოგონების მონაწილეობით, ამოტომ  არაა გამორიცხული ბათუმშიც გადავიღოთ.

ბევრს უკვირს, როგორ არ მეზარება ამდენი პრეზენტაცია, მე კი, პირიქით მიკვირს, როგორ შეიძლება დაგეზაროს, როცა ხედავ, რომ შენი ნამუშევარი ფასდება და ყველას მოსწონს. ვფიქრობ, მთავარი შრომის სურვილია და ცოტა იღბალი, რომ გაგიმართლოს.

ბენდთან ერთად კვირაში ერთხელ ვმუშაობ. ვცდილობ სიმღერები დავაგროვო, რომ მომავალ წელს ალბომი ჩავწერო. სხვათაშორის, კლუბებში ქართულ სიმღერებს უფრო ხშირად ითხოვენ, ვიდრე უცხოურს. მეც ძალიან მომწონს ქართული სიმღერების შესარულება.

 

 

https://www.facebook.com/177114908970670/videos/302424367474243

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები