LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშს სიმღერის ტექსტი დაავიწყდა (ვიდეო)

2089
12354370-0-image-a-123_1555435397109

ამ დღეებში, ბილი აილიშმა ,,კოაჩელაზე” იმღერა. 17 წლის შემსრულებელმა, რომელსაც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, სცენაზე კრახი განიცადა.

საქმე ისაა, რომ ქსელში ახალგაზრდა მომღერლის ის კადრები გავრცელდა, როცა მას სიმღერის All the Good Girls Go to Hell შესრულებისას, ტექსტი დაავიწყდა.

სიტუაციის განსამუხტად ამერიკელმა ვარსკვლავმა საკმაოდ ორიგინალურ გზას მიმართა. საღამოზე შეკრებილ მელომანებს მან სიტყვების შეხსენება სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მხრიდან მუსიკოსის დაბნეულობას კრიტიკა არ მოჰყოლია, რასაც თავისი ახსნა მოეძებნება. ცნობილია, რომ გოგონას  ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი აქვს.

https://www.youtube.com/watch?v=pbPZI73wnSU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები