LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს 8 წლის ქალიშვილმა BET Awards-ის პრემია მიიღო

95
safe-image

კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკული დაჯილდოების, BET Awards-ის 2020 წლის ცერემონია ვირტუალურად გაიმართა. დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ბიონსეს 8 წლის ქალიშვილის, ბლუ აივი გახდა,  რომელმაც ნეო სოულისა და არენბი შესრულებისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო BET Her Award მიიღო. გოგონამ აღნიშნული ჯილდო  ბიონსეს შექმნილ ალბომში, The Lion King: The Gift შესული კომპოზიციით, Brown Skin Girl მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, ყველაზე მეტი, ორ-ორი ჯილდო  რეპერებმა Megan Thee Stallion და Roddy Ricch მოიპოვეს, გამარჯვებულთა სიაში აგრეთვე  კრის ბრაუნი მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები