LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს ,,საჩუქარი” თაყვანისმცემლებს (ფოტო/აუდიო)

103
beyonce-the-gift

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ,,დისნეის” 1994 წლის ანიმაციის – ,,მეფე ლომი” რიმეიქი ეკრანებზე გამოჩნდა. ფილმის რელიზი ისეთ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, როგორიც საკულტო მულტიპლიკაციის 25 წლის იუბილეა.

კინოსურათის პრემიერის პარალელურად, გაყიდვაში ადაპტაციის საუნდტრეკ ალბომი და დამატებითი კრებული – The Gift ჩაეშვა, რომელსაც პროდიუსინგი ბიონსემ გაუწია.

 

View this post on Instagram

 

The Lion King: The Gift ✨?

A post shared by Beyoncé (@beyonce) on

ამერიკელმა მომღერალმა დისკის რამდენიმე სოლო ტრეკთან ერთად, დუეტები ჯეი-ზისთან, კენდრიკ ლამართან, ფარელთან, Childish Gambino-სთან და სხვებთან ერთად ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ სიმღერაში 37 წლის შემსრულებელის 7 წლის ქალიშვილის, ბლუ აივის ხმაც ისმის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები