LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაიან ადამსმა ახალი ალბომი დააანონსა (ფოტო/ვიდეო)

bryan-adams-shinealight

60 წლის იუბილეს, ბრაიან ადამსი ახალი დისკით აღნიშნავს. კანადელმა ვარსკვლავმა ყველასთვის მოულოდნელად, რიგით მე-14 სტუდიური ალბომი Shine a Light დააანონსა. გაირკვა, რომ ფირფიტა, რომელშიც 12 სიმღერა, მათ შორის დუეტი ჯენიფერ ლოპესთან That’s How Strong Our Love Is შევა, დღის სინათლეს 1-ელ მარტს იხილავს.

საინტერესოა, რომ ოფიციალურ რელიზამდე ,,გრემის” მფლობელმა მუსიკოსმა, ქსელში ლონგფლეის სახელობითი სინგლი და გარეკანი წარმოადგინა, რომელზეც ის წითლად შეღებილი პოზირებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაიან ადამსის ბოლო მუსიკალური აქტივობა 2015 წლით თარიღდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები