LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი ახალ რჩეულთან ერთად ისევ გამოიჭირეს (ფოტო)

4578
bred pitt

გასულ კვირას „ფორტუნა“ ბრედ პიტისა და მსახიობ ალია შოკატის ახალ რომანზე წერდა. პაპარაცებმა 55 წლის მსახიობი და მისი ახალი 30 წლის რჩეული Wilding Cran-ის გამოფენაზე ნახეს. ამჯერად კი შეყვარებულები ურთიერთობას აღარ მალავენ. პიტისა და შოკატის ახალი ფოტოები გამოცემა ,,დეილი მეილმა“ გაავრცელა. ამჯერად შეყვარებულები ჰოლივუდ ჰილსში, კანიე უესტის მიერ დაარსებულ ახალ საოპერო დარბაზში გადაიღეს.

პიტი და შოკატი პაპარაცების ობიექტივში ჯერ კიდევ არენაზე შესვლისას მოხვდნენ. პიტი მისთვის ჩვეულ ფორმაში, ჯინსებსა და შლაპაში პოზირებდა. ალია შოკატი კი, ცისფერ პალტოსა და ასევ შავ შლაპაში იყო გამოწყობილი. მოგვიანებით წყვილმა მაყურებლის ლოჟაში გადაინაცვლა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები