LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა კლინიკა ეტლით დატოვა

1851
41819974-0-image-a-112-1618538948862

ახლახანს ინტერნეტსივრცეში ბრედ პიტის კადრები გავრცელდა, ის ბევერლი ჰილზში მდებარე კლინიკას ეტლით ტოვებდა. ალბათ დაგვეთანხმებით, 57 წლის ლეგენდარული მსახიობის ასეთ უმწეო მდგომარეობაში ხილვა საკმაოდ უჩვეულოა, პიტის გულშემატკივრებმაც განგაშის ზარს შემოკრეს.

თუმცა, გვინდა დაგამშვიდოთ, ოსკაროსანი მსახიობი კბილის ექიმთან იმყოფებოდა, როგორც ჩანს ბრედს სიბრძნის კბილმა შეაწუხა და ის ამოიღო, აღნიშნული ინფორმაცია ტაბლოიდებს ვარსკვლავთან დაახლოებულმა პირმა გააცნო.

ცნობისთვის, ამერიკულ კლინიკებში ყველა პაციენტს, მისი მდგომარეობის მიუხედავად, გასასვლელამდე  ეტლით აცილებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ  თუკი სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე ვინმე დაშავდება, კლინიკას მისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები