LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსმა და სემ ასგარიმ ერთნაირი ფოტო გამოაქვეყნეს

6821334-0-image-a-71_1543542024163

ბრიტნი სპირსმა დაბადების დღის აღნიშვნა რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. პოპ პრინცესამ, რომელსაც 2 დეკემბერს 37 წელი უსრულდება, ბოიფრენდთან, სემ ასგართან ერთად რომანტიკული დასვენება მოიწყო.

საინტერესოა, რომ წყვილმა ,,ინსტაგრამზე” ზღვის ფონზე გადაღებული ერთნაირი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე, მომღერალი ბიკინით პოზირებს და მასზე 13 წლით უმცროს, წელს ზევით შიშველ მოდელს ლოყაზე კოცნის.

შეგახსენებთ, რომ სპირსი და ასგარი ერთმანეთს სიმღერის Slumber Party კლიპის გადაღებებზე შეხვდნენ. მათი ურთიერთობა სტარტს სწორედ 2016 წლიდან იღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები