LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემს ახალი რჩეული ჰყავს (ფოტო)

7275436-0-image-a-7_1544519302287

ლონდონის ,,ალბერტ-ჰოლში”, The Fashion Awards გაიმართა. ბრიტანეთის მთავარ მოდურ მოვლენას უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის კი დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟთან, ბრუკლინთან ერთად დაესწრნენ.

საინტერესოა, რომ საღამოს დასრულების შემდეგ, პაპარაცებმა 19 წლის ვარსკვლავი ულამაზეს მოდელთან, ჰანა კროსთან ერთად გამოიჭირეს. მედიაში უკვე ხმამაღლა საუბრობენ იმის შესახებ, რომ ორი თვის წინ გავრცელებული ჭორი, წყვილის რომანის შესახებ, სიმართლეს შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, ბრუკლინი ნამდვილი ჯენტლმენის იმიჯით მოგვევლინა. მან გოგონასთან ხელჩაკიდებულმა მშვიდად აარიდა თავი კამერებს და ტერიტორია ჰანასთან ერთად მანქანით დატოვა, რომლის კარი ბექჰემების პირველმა შვილმა ახალ რჩეულს თავად გაუღო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, ბრუკლინი, რამდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ქლოი მორეცს დაშორდა, რომელმაც მისი შემცვლელი მალევე იპოვა. ცნობილია, რომ 21 წლის მსახიობი ასევე მოდელ, კეიტ ჰარისონს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები