LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BTS-მა ვიდეოთამაშის საუნდტრეკზე Juice Wrld-თან ითანამშრომლა (ვიდეო)

142
BTS-RM-SUGA-JUICE-WRLD

BTS-ის წევრებმა, RM და შუგა, ახალი სიმღერა – All Night გამოუშვეს, რომელიც Juice Wrld-თან კოლაბორაციაა.

აღსანიშნავია, რომ ბიჭებისა და ამერიკელი რეპერის ნამუშევარი, სამხრეთ კორეული ბენდის უფასო ვიდეოთამაშის – BTS World მესამე სინგლია. სიახლე თამაშის საუნდტრეკ ალბომში შევა, რომლის რელიზი 28 ივნისს შედგება.

ცნობილია, რომ თამაში მსოფლიო მასშტაბით, 26 ივნისს გავრცელდება.

https://www.youtube.com/watch?v=5DEiUYkNZ8I

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, BTS-ის სხვა წევრებმა ზარა ლარსონთან და ჩარლი XCX-თან ითანამშრომლეს.

BTS-მა ვიდეოთამაშის საუნდტრეკებზე ზარა ლარსონთან და ჩარლი XCX-თან ითანამშრომლა (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები