LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული“ – ჯიმ ქერი რენე ზელვეგერთან რომანს იხსენებს

462
safe-image

58 წლის მსახიობმა, ჯიმ ქერიმ Sirius XM-თან ინტერვიუში რენე ზელვეგერთან  რომანი გაიხსენა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი რენე ზელვეგერზე თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც Memoirs and Misinformation წერს. როგორც ჩანს, მსახიობი რენეზე სერიოზულად იყო შეყვარებული, რადგან ამ გრძნობის შესახებ ორი ათეული წლის შემდეგაც ასე თბილად საუბრობს.

„ის მართლაც განსაკუთრებული იყო, ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული“, – განაცხადა ქერიმ

შეგახსენებთ, ჯიმ ქერი და რენე ზელვეგერის რომანი 2000 წელს დაიწყო, ისინი ერთად ერთი წელი იყვნენ. ქერისთან დაშორების შემდეგ რენე მუსიკოს ჯენი ჩესნიზე დაქორწინდა, თუმცა, 4 თვეში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ზელვეგერი ასევე ბრედლი კუპერსაც ხვდებოდა. რაც შეეხება ჯიმს, ის მელისა უომერსა და ასევე ლორენ ჰოლიზე იყო დაქორწინებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები